Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all 352 articles
Browse latest View live

სფფ-ს და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)

$
0
0
Levan Kobiashvili - Temur Chkonia

25 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

მემორანდუმს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და კოკა-კოლას გენერალურმა მენეჯერმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.

ამავე დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით „კოკა-კოლას თასი 2016“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრები გაიმართა და ფინალური ეტაპის მონაწილე 11 ვაჟთა და 5 გოგონათა გუნდი გამოვლინდა.

„კოკა-კოლას თასი 2016-მა“ სტარტი 7 მაისს აიღო და მასში მონაწილეობა ქვეყნის 109 რეგიონის 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო. რეგიონების გამარჯვებულები – ვაჟთა 20 გუნდი და გოგონათა 12 გუნდი ფინალურ ეტაპზე კვარიათში გაემგზავრება, სადაც 10 დღის განმავლობაში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ „კოკა-კოლას თასი 2016“-ის გამორჩეული ფეხბურთელები რეგიონალურ ნაკრებებში მოსინჯავენ ძალებს,რაც თითოეული მოზარდისათვის პროფესიულ კარიერაში წინსვლის დამატებით მოტივაციას წარმოადგენს.

სფფ-ს პრესსამსახური


უეფას წარმომადგენლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში (ვიდეო)

$
0
0
UEFA PRESENTERS GFF

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტით უეფას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უეფას მარკეტინგის მენეჯერი – ნოელ მუნი, მასობრივი ფეხბურთის პანელის წევრი – ვილი ჰინკი და კონსულტანტი მასობრივ ფეხბურთის მიმართულებით – ლიამ მაკგროურტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.

დღეს, 26 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო შეხვედრების შემაჯამებელი სესია გაიმართა. სამუშაო ვიზიტის მთავარი თემა – სამოქმედო გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია და მასობრივი ფეხბურთის მოკლე და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება იყო.

“უეფას წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს ის გამოცდილება, რომელიც არსებობს წამყვან ევროპის ქვეყნებში. შეხვედრები ძალიან წარმატებული და პროდუქტიული იყო….მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს ქართული ფეხბურთის წარმატებისკენ“,- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი მმართველი გუნდი ჰყავს, და კარგ პოზიციაშია ცვლილებების განსახორციელებლად. თანამედროვე ფეხბურთში დასაქმებული საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანეთ თბილისში, რათა გაუზიარონ თავისი გამოცდილება სფფ-ს. მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ განსახორციელებელი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვექნება,“- აღნიშნა უეფას მარკეტინგის მენეჯერმა ნოელ მუნმა.

უეფას წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი დღეს დასრულდა.

სფფ-ის პრესსამსახური

გია გეგუჩაძე: “მჯერა, ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს”

$
0
0
Gia Geguchadze

30 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთში გაემგზავრება, სადაც 3 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მასპინძელთა 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

გია გეგუჩაძის გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშობს, შვედეთში გამგზავრებამდე კი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გია გეგუჩაძე: „მზადება თბილისში დავიწყეთ. შვედეთში დაგვემატება გიორგი გოროზია. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება ჯიმი ტაბიძე, რომლის თაობაზე პასუხი დღეს გვეცოდინება. ექიმების დიაგნოზს ველოდებით გიორგი პაპუნაშვილზე – მას ფეხზე სურათი უკვე გადაუღეს და მალე გვეტყვიან, შეძლებს თუ არა თამაშს. სამწუხაროდ, ასეთ პრობლემებს ვერ ავცდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს დავთმობთ. გუნდში კარგი განწყობაა, მეგობრული ატმოსფეროა, ბიჭები მოგვყვებიან, იოლად ითვისებენ სიახლეებს და მჯერა, ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს…

…ლუკა ზარანდიას დისკვალიფიკაცია აქვს და ეს იქნება ბოლო თამაში, რომელსაც გამოტოვებს. ამიტომაც ვერ ითამაშებს ის შვედეთში. რაც შეეხება სიის მიღმა დარჩენილ სხვა ფეხბურთელებს: მინდა, განვაცხადო, რომ ყველას ვაკვირდებით, გვაქვს გაფართოებული სია, გვაქვს კომუნიკაცია ფეხბურთელებთან, რამდენჯერმე ნაკრების ვარჯიშებზეც გამოვიძახეთ. ასე რომ, მათ იციან, რომ შეიძლება, ნებისმიერ დროს მოუწიოთ ნაკრებში თამაში და ამისთვის მზად უნდა იყონ“.

დაჩი ცნობილაძე: „ნაკრებში ყოფნა დამატებით მოტივაციას არ საჭიროებს. გუნდში კარგი განწყობაა და გვინდა, წარმატებით ვითამაშოთ. ყველანი მონდომებულები ვართ და ვცდილობთ, ის დავალებები, რასაც მწვრთნელები გვაძლევენ, მოედანზე გადავიტანოთ“.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები მზადებას განაგრძობს (ვიდეო)

$
0
0
U18

1 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ჯვაროსნები 2 და 4 ივნისს უკრაინის 18-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ჩვენმა გუნდმა უკრაინელთა წინააღმდეგ Slovakia Cup 2016-ზეც იასპარეზა და ფრედ 0-0 ითამაშა. მოახლოვებული ამხანაგური მატჩებისთვის მთავრი მწვრთნელის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლევან ისიანი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი);

მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), ნიკა ნინუა (დინამო თბ);

ნახევარმცველები: თემურ ჩოგაძე (საბურთალო), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ზაურ ხაბეიშვილი (სამტრედია).

სფფ-ის პრესსამსახური

იმედა აშორტია: “რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მაქვს, მთავარია პრაქტიკა მქონდეს”

$
0
0
Imeda Ashortia

იმედა აშორტია: “რამდენიმე ვარიანტი არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს სად ვითამაშებ”.

19 წლის თავდამსხმელი იმედა აშორტია, რომელმაც გასული სეზონი მარტვილის “მერანში” გაატარა, ჯერჯერობით უგუნდოდაა, თუმცა მისით რამდენიმე ქართული კლუბია დაინტერესებული და უახლოეს მომავალში გადაწყდება, თუ სად ითამაშებს ფეხბურთელი. მან თავის ყოფილ კლუბთან უერთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა კავშირი. აშორტიამ უმაღლეს ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი “მერანის” რიგებში ლანჩხუთის “გურიასთან” გამართულ მატჩში გაიტანა. მეორე წრეში კი “მერანის” ექს-შემტევი ძირითადად დუბლშემდგენლობის გუნდში გამოდიოდა და 19 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა. ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლი (5) ახალგაზრდა ფეხბურთელმა ფოთის “კოლხეთის” სარეზერვო გუნდს გაუტანა.

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე “მერანის” ფეხბურთელი არ ვარ. ამ გუნდთან ბევრი კარგი რამ მაკავშირებს. სწორედ “მერანის” რიგებში მქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში, ამ გუნდის მაისურით გავიტანე პირველი გოლი ქვეყნის პირველობაზე. სამწუხაროდ, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. მართალია, სხვა გუნდში მომიწევს ასპარეზობა, მაგრამ “მერანს’’ ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუბნებული ვარ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნდებიან”, – აღნიშნა აშორტიამ.

— სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
— რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ჯერ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. უახლოეს მომავალში გადაწყდება, თუ რომელ კლუბში მომიწევს ასპარეზობა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს ახალ გუნდს წარმატება მოვუტანო.

— ევრო-2016-ზე ვის გულშემატკივრობთ?
— ის გუნდი, რომელსაც მე ვგულშემატკივრობ, გასაგები მიზეზების გამო ევროპის ჩემიონატზე არ იღებს მონაწილეობას – ბრაზილიას ვგულისხმობ. აქედან გამომდინარე, გამორჩეულად არცერთ გუნდს ვქომაგობ, თუმცა მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ფავორტი ესპანეთია. მართალია, მერვედფინალში იტალიის სახით სერიოზული მეტოქე ეყოლებათ, მაგრამ ვფიქრობ ამ ბარიერს ესპანელები გადალახავენ.

პაატა შალამბერიძე: “გაბალასთან”შანსები თანაბარია”

$
0
0
Gabala - Samtredia

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სამტრედიას” მეტოქედ აზერბაიჯანული “გაბალა” ერგო. იმერული კლუბის მმართველმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“გაბალა” ძალზედ კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ შანსები თანაბარია. არ გვაშინებს ის ფაქტი, რომ ჩვენმა მეტოქემ გასულ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ჩვენ დიდი ხანია ამ დონეზე არ გვითამაშია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცირე შანსი გვაქვს. ჩვენც კარგი გუნდი გვყავს.

რაც შეეხება ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებს შორის გამართულ ბოლო ორ დაპირისპირებაში მომხდარ ინციდენტებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანალოგიური სიტუაცია თავიდან ავიცილოთ. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთის თამაში გვინდა”, – ციტირებს პაატა შალამბერიძის სიტყვებს azerisport.com

“გაბალასა” და “სამტრედიას” შორის გასამართი პირველი მატჩი 30 ივნისს, ბაქოს “ბაქსელ არენაზე” ჩატარდება და 2100 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი 7 ივლისს უმასპინძლებს.

კემპბელი: ” თუ ევროკავშირს დავტოვებთ, მაშინ ინგლისური ფეხბურთისთვის…”

$
0
0
Sol-Campbell

საინტერესო განცხადება გააკეთა ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სოლ კემპბელმა.

მისი აზრით, თუ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ინგლისური ფეხბურთისთვის ბევრი კარგი ცვლილება მოხდება.

”ვგონებ, გაერთიანებული სამეფო უნდა გამოეყოს ევროკავშირს. ამ შემთხვევაში, ინგლისელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი სათამაშო დრო მიეცემათ, რაც კარგი იქნება პრემიერ ლიგისთვის,” – განაცხადა კემპბელმა.

 

ცეცაძე: ”გაბალას” რამდენიმე სუსტი წერტილი შევისწავლეთ”

$
0
0
cecadze

”სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ბაქოში დღეს, თბილისის დროით 21:00 წუთზე გაიმართება.

მოხარულნი ვართ, რომ მატჩის ჩატარება.”გაბალას” დონის გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს

”გაბალას” მატჩებს ვუყურეთ და გუნდის სუსტი მხარეები შევისწავლეთ. რა თქმა უნდა, ამის შესახებ საუბარს არ ვაპირებ.

იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანული ბარიერის დაძლევას მოვახერხებთ. ჩვენი მიზანი ნამდვილად გამარჯვებაა,” – განაცხადა ცეცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ”გაბალა” – ”სამტრედიას” დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21:00 წუთზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს.


ფრუიძე: ”სტუმრად გოლის გატანა პრიორიტეტული იქნება”

$
0
0
11904-690x450

30 ივნისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ”ჩიხურასა” და ”ზიმბრუს” შორის გაიმართება.

საჩხერელთა მთავარა მწვრთნელმა აღნიშნულ დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა.

”გამიჭირდება იმის თქმა, პირველ ნომრად ვითამაშებთ თუ მეორედ. შეხვედრას იქიდან გამომდინარე ჩავატარებთ, რის საშუალებასაც მეტოქე მოგვცემს. სტუმრად გოლის გატანა მნიშვნელოვანია, ამიტომ ”ზიმბრუსთან” მატჩში პრიორიტეტული სწორედ ეს იქნება,” – განაცხადა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ ”ზიმბრუ” – ”ჩიხურას” ორთაბრძოლა დღეს, თბილისის დროით 21:00 წუთზე დაიწყება.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა (ვიდეო)

$
0
0
Tariel Khechikashvili

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს, საქართველო გმობს ტერორიზმს და თურქ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

ცეცაძე: ”უამრავი შეცდომა დავუშვით”

$
0
0
ceca

30 ივნისს, ქართულმა გუნდებმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გამართეს. საკუთარი თამაში ჩაატარა ”სამტედიამაც“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბაქოში, ადგილობრივ ”გაბალას” ესტუმრა. დაპირისპირება აზერბაიჯანელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

”სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”სამწუხაროდ, კარგი ფეხბურთის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. ამაში ხელი ”გაბალამ” შეგვიშალა, მეტოქე კარგად გამოიყურებოდა.

გუშინდელ მატჩში დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით, რითაც ”გაბალამ” ისარგებლა და ჩვენს კარში ხუთი გოლის გატანა მოახერხა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ანგარიშით დამარცხებას არ მოველოდი.

რა თქმა უნდა, ბაქოში განცდილი დიდი წარუმატებლობისა, შანსი მაინც გვექნება,” – განაცხადა გია ცეცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ”სამტრედია” – ”გაბალას” განმეორებითი ორთაბრძოლა 7 ივლისს, ზესტაფონში გაიმართება.

 

კვეკვესკირი: ”ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით”

$
0
0
20160701011237339

30 ივნისს, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. ბაქოში, ადგილობრივმა ”გაბალამ” საქართველოს ვიცე-ჩემპიონს ”სამტრედიას” უმასპინძლა და შეხვედრა 5:1 მოიგო.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანული კლუბის ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა.

”გუშინდელი მატჩისთვის ფეხბურთელები კარგად მოვემზადეთ, თუმცა სიმართლე გითხრათ, ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით.

”სამტრედია” სუსტი გუნდი არ არის, მეორე მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს,” – განაცხადა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ ”სამტრედია” – ”გაბალას” განმეორებითი დაპირისპირება 7 ივლისს, ზესტაფონში გაიმართება.

ფრუიძე: ”ზიმბრუ” აუცილებლად მოუმატებს”

$
0
0
11904-690x450

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებს „ჩიხურა“ დაუბრუნდა. საჩხერლებს პირველი მატჩის ჩატარება მოლდოვაში „ზიმბრუსთან“ მოუწიათ. საბოლოოდ, „ჩიხურამ“ მეტოქეს 1-0 სძლია.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ კომენტარი გააკეთა.

”მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად გამართულ მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ. ”ზიმბრუს” ფეხბურთელებს შეთამაშება აკლიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში გასამართ შეხვედრაში მოუმატებენ.

ჩვენ კარგ მომენტში შევძელით მეტოქის კარის აღება. კიდევ გვქონდა მომენტები, მაგრამ გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ”ჩიხურას” გუნდის თავდამსხმელები მასპინძლების მცველებზე ბევრად სწრაფები იყვნენ.

ამ ეტაპზე, თამაშის ხარისხზე მეტად ყურადღება შედეგს მიექცევა,” – განაცხადა სოსო ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ ”ზიმბრუ” – ”ჩიხურას” განმეორებითი ორთაბრძოლა 5 ივლისს გაიმართება.

 

 

ყაზაიშვილი: ”ვიტესში” დაბრუნებით ბედნიერი ვარ”

$
0
0
cats119-700x288

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ”ვიტესის” ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ჰოლანდიურ მედიასთან ინტერვიუში თავის ამჟამინდელ კლუბზე ისაუბრა.

”ვიტესში” დაბრუნებით ბედნიერი ვარ. აქ თავს კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ ახალ მწვრთნელთან ერთად წარმატების მიღწევას მოვახერხებთ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნებაა, ” – განაცხადა ყაზაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ არნემულ კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს.

ივანიშვილი:”მხოლოდ გულშემატკივართან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას!”

$
0
0
ivanishvili

საჩხერის “ჩიხურამ” მოლდოვაში ადგილობრივი “ზიმბრუ” “ევროპის ლიგის” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1-0 დაამარცხა. იმერლები 5 ივლისს გამართავენ განმეორებით შეხვედრას. მატჩი ზესტაფონში “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” ჩატარდება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” შემტევს, გიორგი ივანიშვილს და ინტერვიუ ჩაწერა.

– შეაფასეთ კიშინოვში ჩატარებული მატჩი…

– განვლილ თამაშზე იმას გეტყვით, რომ მიზანს მივაღწიეთ და სასურველი შედეგით დავასრულეთ იგი. ამ წარმატებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გავზარდეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ახლა კიდევ უფრო დიდი ენერგია გვჭირდება, რომ საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ ამ საფეხურზე.

– ერთ ბურთიან უპირატესობას ფლობთ. თქვენი აზრით, როგორ დაიწყებთ მატჩს: ამ ანგარიშის შენარჩუნებას შეეცდებით და მეორე ნომრად ითამაშებთ თუ შეუტევთ და პირველივე წუთებიდან მოინდომებთ უპირატესობის გაზრდას?

– რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ის ხვალ დაგვარიგებს რა ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ. მაგრამ, პირადად ჩემი აზრი თუ გაინეტერესებთ, ალბათ მაინც თავიდანვე უპირატესობის დაუფლებას სწორედ “ჩიხურა” ეცდება, რადგან ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ.

– გუნდის დანაკლისზე რას გვეტყვით? ბოლოს როგორც გაირკვა “ჩიხურას” ძირითადის ფეხბურთელები დააკლდება…

– კი, ეს ასეა. წითელი ბარათის გამო განუგრავა ტოვებს შეხვედრას. მის გარდა არ გვეყოლება გაბედავაც, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. მაგრამ, ეს ხვალ არანაირად არ დაგვეტყობა! გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ.

– რას ეტყვით ქართველ გულშემატკივარს?

– მინდა, მოვუწოდო მათ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვიქომაგონ. მხოლოდ მათთან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას. ჩვენ ხვალ საქართველოს სახელით გამოვალთ მათ წინაშე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა!

 


კაკუბავა:”მიუხედავად დანაკლისისა, “ჩიხურა”ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს!”

$
0
0
kakubava

საჩხერის “ჩიხურა” ზესტაფონში “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შევხედრას გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 0-1 დასრულდა ქართველების გამარჯვებით.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” ფეხბურთელ ლევან კაკუბავას და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

განვლილი მატჩის შეფასება:“ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლები ჭარბობდა, განსაკუთრებით, მოედნის ცენტრში. ორივე გუნდი იბრძოდა გასატანად და ძალიან სასიხარულოა, რომ  ეს ჩვენ მოვახერხეთ. იმედია, ზესტაფონშიც იგივეს გავაკეთებთ.”

განმეორებით შეხვედრაში სათამაშო ტაქტიკის შესახებ:“ამაზე უფრო კარგად მწვრთნელი ისაუბრებდა. სწორედ, მისი დარიგებების მიხედვით შევეცდებით წარმატების მიღწევას. დიდი ალბათობით, პირველ ნომრად ითამაშებს “ჩიხურა.” ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა წინა თამაშში მიღწეული შედეგის შენარჩუნება ნამდვილად არ იქნება. უფრო მეტი გვინდა და ამის მიღწევას პირველივე წუთებიდან შევეცდებით.”

გუნდის ფორმისა და დანაკლისების შესახებ:“გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკური კონდინციებიც დამაკმაყოფილებელია. მართალია, გაბედავა და განუგრავა არ გვეყოლება, მაგრამ, მერწმუნეთ, გუნდში იმდენი კარგი ფეხბურთელია, რომ ეს დანაკლისი არ შეგვეტყობა.”

“ჩიხურას” სამომავლო პერსპექტივაზე:“რთულია ამ გადმოსახედიდან განსაზღვრო, რა პოტენციალი აქვს წელს ჩვენს კოლექტივს ევროტურნირებზე. ახალი გუნდია და შეთამაშებაა საჭირო. თუმცა, ჩემი აზრით, თუ ყველა ფეხბურთელმა დაკისრებულ ვალდებულებას კარგად გაართვა თავი და ცოტა იღბალიც დაგვეხმარა, დიდ წარმატებებზე ფიქრიც შეგვიძლია!”

გულშემატკივრისთვის ნათქვამი სიტყვა:“ჩვენს მხარდამჭერებს ვეტყვი, რომ მოვიდნენ სტადიონზე ცუდი ამინდის მიუხედავად და გვერდზე დაგვიდგნენ. ფეხბურთი ხომ მათთვის არსებობს.”

“სამტრედიას”კაპიტანი:”რევანშის ასაღებად ვემზადებით!”

$
0
0
datunaishvili

რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანში სამტრედიის “სამტრედიამ” “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 დამარცხდა ადგილობრივ “გაბალასთან.” აღნიშნულ მატჩსა და განმეორებით გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ისაუბრა Fanebi.Com-თან.

კატასტროფული მარცხის მიზეზებზე: “ყველაფერი, ალბათ, სწრაფმა გაშვებულმა გოლმა გამოიწვია. ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდით. ამით კი ისარგებლა მეტოქემ და ორი გოლი კიდევ მოგვაყოლა. ამის მერე ურთულესი აღმოჩნდა თამაშში დაბრუნება. ვცდილობდით, გონზე მოსვლას და სხვაობის შემცირებას. ერთი გოლი გავიტანეთ კიდეც, მაგრამ დაბნეულობა მაინც ვერ დავძლიეთ. შესაბამისად, ისევ ამ დაბნეულობისა და მისგან გამოწვეული ჩვენი შეცდომების ხარჯზე კიდევ ორჯერ მოახერხა მეტოქემ  კარის აღება.

გუნდში არსებულ განწყობასა და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედებზე: “შანსები, მართლაც, ძალიან მცირეა,მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს ერთი სული აქვს როდის  მოვა განმეორებითი შეხვედრა, რომ შევძლოთ რევანშის აღება და იმის დამტკიცება, რომ არ ვიყავით ესეთი მარცხის ღირსი. შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს! ჩვენ ამისთვის ძალას არ დავიშურებთ!”

მიმართვა გულშემატკივარს: “სამტრედიელმა გულშემატკივრებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ! ვწუხვართ, რომ პირველ თამაშში იმედები გავუცრუვეთ, მაგრამ, იმედია, მათი გულის გახარებას მეორე მატჩში შევძლებთ!”

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 ივლისს “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” გაიმართება. 

მოურინიო:”ფერგიუსონის რეკორდის დამხობა მინდა!”

$
0
0
mourinho

წარუმატებელი სეზონის შემდეგ, “მანჩესტერ-იუნატედს” სათავეში პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჩაუდგა. “ჩელსის” ყოფილმა დამრიგებელმა “მანჩესტერის” ლეგენდარულ მწვრთნელზე, სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა და თქვა, ყველაფერს გააკეთებს მისი რეკორდის (ტიტულების მხრივ) დასამხობად.

“ვერ დავმალავ და პირდაპირ გეტყვით, მინდა, სერ ალექს ფერგიუსონის შედეგი გავაუმჯობესო ტიტულების მხრივ. ეს სულაც არაა სიზმარი, ეს რეალობაა. ესაა პოსტი, რომელიც ყველა მწვრთნელს სურს, მაგრამ ყველას არ ეძლევა აქ ყოფნის შანსი. მე მომეცა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.”

“ვიცი ამ კლუბის ისტორია და ისიც კარგად მესმის, თუ რას მოელიან ფანები ჩემიდან. მაგრამ ზეწოლას სულაც არ განვიცდი და დიდად არ ვნერვიულობ, ჩემს თავში დარწმუნებული ვარ! ვიცი, რომ იქ ვარ, სადაც კარიერის ამ მონეტში უნდა ვიყო. მინდა, ამ ქვეყანასა და ამ კლუბში!”

“მე ძალიან განვიცდი იმას, რომ არ ვართ “ჩემპიონთა ლიგაზე.” “მანჩესტერი” სწორედ ამ ტურნირის გუნდია. ყველა გულშემატკივარს ვპირდები, რომ 2017 წლის ივლისში ჩვენ პლეი-ოფს კი არ დაველოდებით, უკვე გარანტირებული გვექნება ამ ტურნირზე თამაში,” – განაცხადა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

კაკუბავა:”ასეთი უიღბლობით მთლიანად გუნდია შოკირებული”

$
0
0
kakubava

გუშინ გაიმართა “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. ერთ-ერთ მათგანში “ჩიხურა” მოლდოვურ “ზიმბრუს” დაუპირისპირდა. მიუხედავად პირველ თამაშში მიღწეული წარმატებისა, მეორე მატჩში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა, იმერლებმა დასანანი მარცხი იწვნიეს, ანგარიშით 2:3 და გათამაშებას გამოეთიშნენ.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით Fanebi.com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” მოთამაშეს, ლევან კაკუბავას და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“გულდასაწყვეტია, როცა ისეთ თამაშს აგებ, რომელშიც ორჯერ იგებდი. მთლიანად გუნდი შოკირებულია ასეთი უიღბლობით. ქართველ გულშემატკივარს მობეზრდა ეს თავის მართლება, თუმცა ფაქტია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა სასურველი შედეგის მიღწევისთვის, მაგრამ… “

“წინ ჩემპიონატი გველის და იმედია, მალე დავივიწყებთ ამ თამაშს. უნდა გადავერთოთ ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელშიც არანაკლებ დაძაბული შეხვედრები უნდა ჩავატაროთ და, შესაბამისად, არანაკლები მონდომება დაგვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის და, ასევე, მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდადებულად იბრძოლეს,” – განაცხადა “ჩიხურას” მცველმა.

ანჩელოტი:”ბეილი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ “ევრო 2016″მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა”

$
0
0
anchelotti

დღეს “ევრო 2016″-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს შორის. მოგეხსენებათ, ამ გუნდებში მადრიდიდს “რეალის” სუპერვარსკვლავები, კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი თამაშობენ. ისინი, საკლუბო დონისგან განსხვავებით, ახლა ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ.

ძალიან დამაინტრიგებელ მატჩზე ისაუბრა იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც რონალდოსა და ბეილს “რეალში” 2013-2015 წლებში წვრთნიდა:“რონალდო და ბეილი – ამ ორ მოთამაშეს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენ ორი წლის განმავლობაში მადრიდის “რეალი” გვაკავშირებდა. მინდა, გითხრათ, რომ ეს სპორტსმენები არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. ისინი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან და სხვა არაფერი აინტერესებთ. შესაბამისად, მათი ერთმანეთის პირისპირ ნახვა ძალიან საინტერესო იქნება.”

“გარეთი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ  2016 წლის “ევროპის ჩემპიონატი” მისთვის და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშველოვანი ტურნირი იქნებოდა. უელსელებმა შესანიშნავად გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ ამ ჩემპიონატზე. შემდეგ კი ნახევარფინალამდე მივიდნენ. რატომ არ შეიძლება ისინი წინ წავიდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ?!”

“პორტუგალიაში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. კრიშტიანოს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს ნანი, რენატო სანჩესი და ჟოაო მოუნტინიო ჰყავს. მათ დიდ წარმატებას შეუძლიათ მიაღწიონ,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

Viewing all 352 articles
Browse latest View live