Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all 352 articles
Browse latest View live

კახა გოგიჩაიშვილი: „სამწუხაროა, რომ დავმარცხდით“

$
0
0
კახა გოგიჩაიშვილი

Fanebi.com-ი თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ შორის საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომ კომენტარებს გთავაზობთ.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს ბრძოლისათვის, მათ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მადლობა გულშემატკივარსაც, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

რაც შეეხება თამაშს, ბურთს, რა თქმა უნდა, „დინამო ფლობდა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და თამაშის აგებას კონტრშეტევაზე ვაპირებდით. ასეც მოხდა და ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. ბურთის ფლობაში შედეგის დათმობას არ ვგულისხმობ, პირიქით, ჩვენი მიზანი კონტრშეტევებზე თამაში იყო და მას ბიჭებმა თავი კარგად გაართვეს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა „გურიას“ დამრიგებელმა თემურ ლორიამ.

„გვქონდა მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, იმედგაცრუებულები ვართ. ალბათ, ძალების აღდგენა მთლიანად ვერ მოვახერხეთ. ამ მოკლე პერიოდში გუნდმა ოთხი მატჩი ჩაატარა, აქედან ორი გასვლაზე. წინა შეხვედრებთან შედარებით, სათანადო ფიზიკური კონდიციები გვაკლდა. წელს ჩემპიონატის ბოლო თამაში „ჩიხურასთან“ გასვლაზე გვაქვს, ვეცდებით, იქ წარმატებით გამოვიდეთ“, – განაცხადა „დინამოს“ თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა.


ქართველი მწვრთნელების უფლებებს დღეიდან სპეციალური მემორანდუმი დაიცავს

$
0
0
Untitled-1

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც PRO ლიცენზიის კურსის მონაწილე თხუთმეტმა ქართველმა მწვრთნელმა ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

აღნიშნული მემორანდუმი ქართულ საფეხბურთო რეალობაში უპრეცენდენტოა. დღეიდან, მემორანდუმის თანახმად, მწვრთნელებს, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს, დამსაქმებლის მხრიდან მინიმალური სახელფასო ზღვარი ექნებათ. როგორც მწვრთნელთა სალიცენზიო კურსების ხელმძღვანელმა, გაიოზ დარსაძემ განაცხადა, აღნიშნული მემორანდული მწვრთნელთა უფლებებს დაიცავს.

გაიოზ დარსაძე: „როგორც მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი PRO ლიცენზიის კურსები ტარდება. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართველი მწვრთნელები თანამედროვე ფეხბურთის შესახებ მნიშვნელოვან ტენდენციებს იგებენ. დღევანდელ შეხვედრას, შეგვიძლია, ისტორიული ვუწოდოთ, ვინაიდან, რეალურად, ქართულ ფეხბურთს სამწვრთნელო სკოლა არ ჰქონდა. მწვრთნელები ვაკუუმში მოექცნენ და იმ უთანასწორო ბრძოლის მსხვერპლები გახდნენ, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში არსებობს. აქედან გამომდინარე, ქართველი მწვრთნელების მიმართ მოთხოვნები გაზრდილია, მაგრამ არავინ არ დაკვირვებულა იმას, რომ ეს ადამიანები დაუცველები არიან. იგულისხმება, როგორც საფეხბურთო კონტრაქტები, ასევე მათი ხანგრძლივობა და დაბალი ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს უცხოელი სპეციალისტების მუშაობის მაგალითები, რომლებსაც მყარი კონტრაქტები ჰქონდათ. დღეს არც ერთ ქართველ მწვრთნელს ასეთი კონტრაქტი არ აქვს. არსებობს შრომით ხელშეკრულება, რომელიც მათ უფლებებს არ იცავს. გათავისუფლების შემდეგ, სპეციალისტები კომპენსაციას არ იღებენ, მაშინ, როდესაც ევროპაში მწვრთნელებს გათავისუფლების შემდეგ სრულ კომპენსაციას უხდიან. ჩვენ ვიცით, თუ რა თანხებზეა საუბარი. იგივეა დევიდ მოიესის ან რომელიმე სხვა სპეციალისტის მაგალითი.

გარდა ამისა, თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია. შესაბამის განათლებას მწვრთნელები იგებენ, თუმცა წარმატების მისაღწევად მხოლოდ გუნდის თავკაცი საკმარისი არ არის. არის ინფრასტრუქტურის პრობლემებიც და ამ მხვრივაც სპეციალისტებს უთანასწორო გარემოში უწევთ მუშაობა. გარდა ამისა, არ არის ეფექტურად განვითარებული ბავშვთა ფეხბურთი. დაახლოებით, ამ სიტუაციის შედარება მანქანის მძღოლთან შეიძლება – თუ კარგ მძღოლს არ ჰყავს კარგი მანქანა, მისთვის წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ყველა ამ საკითხს მხოლოდ მწვრთნელები ვერ გადაწყვეტენ. არც ისინი არიან მამა აბრამის ბატკნები, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი დაცვას საჭიროებენ. მათი მუშაობა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა განისაზღვროს, მწვრთნელებს მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ. ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, მათ კომპენსაცია აუცილებლად უნდა მიიღონ. სწორედ ამ ყველაფერმა PRO ლიცენზიის კანდიდატთა მხრიდან ამ მანიფესტზე ხელის მოწერა განაპირობა. სამუშაოდ არავინ წავა, თუ ხსენებული პირობები არ შესრულდება„.

სოსო ფრუიძე („ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი): „ეს მემორანდუმი კლუბებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. გვიხარია, რომ იგი გაფორმდა. მწვრთნელის დაუცველობა ყოველთვის მინდორზეც ისახება. დაუცველობის გამო სპეციალისტმა, შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს“.

ოთარ გაბელია: „გაიოზმაც თქვა, რომ გვყავდა კარგი მწვრთნელები, თუმცა ხსენებული პრობლემების გამო ისინი წარმატებას ვერ აღწევდნენ. ბევრმა ქართველმა მწვრთნელმა კურსები რომში და ჟენევაში გაიარა. იქ ჩვენი ბრიგადა ერთ-ერთ საუკეთესოდაც კი დაასახელეს.

მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელთა უფლებები დაცული იყოს, რადგან ოჯახები ამ ხალხსაც ჰყავს და სამუშაოდ მათ სათანადო პირობები უნდა შეექმნათ.

ეს მემორანდუმი კლუბის პრეზიდენტებისთვისაც კარგია, რადგან, მწვრთნელის გაშვების შემთხვევაში, მათ სხვა სპეციალისტის მოსაყვანად, დამატებითი თანხების დახარჯვა მოუწევთ“.

პრესკონფერენციის ბოლოს, გაიოზ დარსაძემ ისიც დაამატა, რომ 2016/2017 წლების სეზონიდან საქართველოში მწვრთნელად მუშაობის უფლება მხოლოდ PRO ლიცენზიის მქონე პირებს ექნებათ, რისი დახმარებითაც კლუბებში არაკომპეტენტური კადრები ვეღარ იმუშავებენ.

გიორგი გოროზია: “ნორვეგიასა და საქართველოს შორის დიდი სხვაობაა”

$
0
0
10731043_920688974626200_8265667933472425061_n

გიორგი გოროზია ქართველმა გულშემატკივრებმა საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაშით გაიცნო. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაშიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. “ტორპედოს” რიგებში კი ევროთასებზეც ითამაშა. ქუთაისური კლუბიდან წასვლის შემდეგ გოროზია “ლოკომოტივს” დაუბრუნდა, შემდეგ კი კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწტყვიტა და ნორვეგიას მიაშურა, სადაც “სტაბეკის” ღირსებას იცავს.

Fanebi.com 19 წლის ნახევარმცველს დაუკავშირდა და მის კარიერაში მომხდარ ცვლილებებზე ესაუბრა.

- ნორვეგიაში შენთვის პირველი სეზონი დასრულდა. რა შთაბეჭდილება შეგექმნა ახალ ქვეყანაზე და გუნდზე?

- შესანიშნავი შთაბეჭდილებები მაქვს. აქ ნამდვილი საფეხბურთო გარემოა. გუნდში კი მეგობრული განწყობა სუფევს.

- საფეხბურთო დონეც ალბათ განსხვავებულია…

- საქართველოსთან განსხვავება დიდია. აქ ფიზიკურად უფრო კარგად არიან მომზადებულები და სისწრაფეებშიც დიდი სხვაობა.

- მთავარი განსხვავება რაში მდგომარეობს? თუნდაც სამწვრთნელო პროცესის თვალსაზრისით…

- განსხვავება ძირითადად თეორიული მეცადინეობის დროს იგრძნობა. ნორვეგიაში ჩასვლისთანავე ერთი თამაში მათამაშეს, რათა ჩემი სათამაშო დონე დაენახათ. შემდეგ კი ინდივიდუალური პროგრამა მომცეს. გუნდის საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ვრჩებოდი და ცალკე ვვარჯიშობდი, რამაც შედეგი გამოიღო. რამდენიმე თამაში ჩატარე და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.

- გითამაშია საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში. როგორ გაიხსენებდი ამ პერიოდს?

- 17 წლამდელებში ძალიან ბედნიერი წუთები გამოვიარეთ და გულშემატკივრების გახარებაც შევძელით. სამწუხაროდ, 19 წლამდე ნაკრებში ჩვენი ბედი ერთმა თამაშმა გადაწყვიტა. ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვიმსახურებით.

- სამომავლოდ ალბათ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებზეც ფიქრობ…

- ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევას ვცდილობთ ნაკრებში და ვისურვებდი, რომ 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებსაც კარგი შედეგები ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში, თუ შანსი მეც მომეცემა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ნდობის გასამართლებლად კი ყველაფერს გავაკეთებ.

- რა არის ამჟამად შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთში?

- ჩემთვის მთავარი განვითარება და წინსვლაა. ჯერჯერობით გუნდში ახალი მისული ვარ და ამ ეტაპზე მხოლოდ “სტაბეკზე” ვარ კონცენტრირებული.

ზარანდია: „იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და გულშემატკივრებს გვსურს“

$
0
0
ლუკა ზარანდია_56835

ლუკა ზარანდია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლსითვისაც 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო. 18 წლის მოთამაშე ბელგიურ „გენკში“ ჩაირიცხა, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ახალ გუნდს ვერ დაეხმარა. ამის მიუხედავად, ლუკა მომავალს იმედიანად უყურებს. Fanebi.com-ი ბელგიური კლუბის ქართველ ლეგიონერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- 2014 წელი შენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ორი სიტყვით შეაფასე განვლილი წელი

– კარგ გუნდში გადავედი, რითიც გახარებული ვარ. თამაში ჯერ არ მომიწია, ამას ტრავმებიც დაემატა, რამაც უკან დამწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის

- რამდენად სწრაფად შეეჩვიე ახალ გუნდსა და გარემოს?

- გუნდში გადასვლისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ მეგობრულად მიმიღო. ეს პროფესიონალური კლუბია და სხვანაირად არც შეიძლება. როგორც ფეხბურთელებთან, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, კარგი ურთიერთობა მაქვს

- შენ ორმაგად გაგიმართლა, შენს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილიც ირიცხება. იქონია თუ არა ამ ფაქტორმა შენი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენა? თუ იმ მომენტისთვის თორნიკეს ტრანსფერის შესახებ ჯერ არ იცოდი?

- ჩემი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენას ვერ იქონიებდა, თორნიკემდე ორი თვით ადრე ჩავედი, თანაც, არც ვიცოდი, რომ ისიც ჩამოდიოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ერთად ყოფნა მოგვიწია. თორნიკესგან მოედანზე ბევრის სწავლა შეიძლება.

- ამჟამად რითია დაკავებული გუნდი? სადმე შეკრებას თუ გადიხართ?

- თურქეთში ვართ და ერთკვირიანი ვარჯიში გვაქვს. კვირას ჩავედით და მომზადება იმავე დღეს დავიწყეთ

- ჩემპიონატს 18 იანვრიდან ლოკერენთან გასვლით მატჩით იწყებთ. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით რა პროგნოზს გააკეთებდი?

- ალბათ, ამ კითხვაზე ყველა ფეხბურთელს ერთნაირი პასუხი ექნება

- ამჟამად მეშვიდე ადგილზე იმყოფებით, თუმცა სამეულამდე მხოლოდ ორი ქულა გაშორებთ, ყველაფერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. რა მიზნები აქვს გუნდს?

- რა თქმა უნდა, სამეულისთვის ბრძოლა გვსურს

- კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოყოფდი?

- ადვილი მატჩი არავისთან გვქონია, მაგრამ „გენტთან“ გასვლაზე და „ბრიუგესთან“ შეხვედრაში განსაკუთრებულად გაგვიჭირდა

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხარ. ნაკრებში რომელიმე თანაგუნდელს თუ აღნიშნავდი?

- გუნდი ერთიანია და ყველა წინასვლაში ხელს მიწყობს. მწვრთნელს აღვნიშნავდი, რომელიც მართლა ამის ღირსია. თამაშში იგი მეთორმეტი მოთამაშის მსგავსადაა ჩართული. იგივეს გულშემატკვირებზეც ვიტყოდი, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მათ მხარდაჭერას განსაკუთრებით ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ შორის არავის გამოვარჩევ, როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სათადარიგოთა სკამიდან, გუნდისთვის ყველა დიდ ძალას წარმოადგენს.

- ეროვნულ ნაკრებს, კახა ცხადაძის სახით, ახალი თავკაცი ჰყავს. როგორ ფიქრობ, რამდენად დადებითად იმოქმედებს ნაკრებში განხორციელებული ცვლილებები გუნდის შედეგებზე?

- წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, მე და, ალბათ, ნებისმიერი ქართველი დადებითად და იმედიანადაა განწყობილი. ახალ მწვრთნელსა და ნაკრებს, მსურს, წარმატება ვუსურვო.

- რას ელოდები 2015 წლისგან?

- ჩემი აზრით, შენი წინსვლა წლების ცვლაზე დამოკიდებული არაა. ყველას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიდის. ჩემს წინსვლას მეც გავაგრძელებ, იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და იმ ხალხს გვსურს, ვისაც ჩემი იმედი აქვს.

ლორთქიფანიძეს საბურთალოელები და თბილისი მოენატრა…

$
0
0
davit-lortqifanidze-2014-012-2

დაახლოებით ორი თვის წინ “საბურთალოს” ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე,რომელიც 2001 წლიანების გუნდში ასპარეზობდა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო, იტალიაში წავიდა და იქაურ “ბრეშას” ასაკობრივ გუნდში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას. 13 წლის ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც ჯერაც საბუთების მოლოდინშია, თუმცა გუნდში ვარჯიშობს და ყველა ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

ერთმანეთისთვის ახალი წლის მოლოცვის შემდეგ, დავით ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბარში შემდეგი განაცხადა:
“ყველას ვულოცავ ახალ წელს, საუკეთესო და წარმატებული ყოფილიყოს. ოჯახი ჯერჯერობით საბუთების მოლოდინშია, იტალიის სასამართლოსგან ველოდებით ამ ყველაფერს, რადგანაც გვცნოს, რომ აქ ლეგალურად ვიმყოფებით. ამის შემდეგ კი ფეხბურთელის ბარათი, “კარტელინო”-ც მექნება, რის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში თამაშის საშუალება მომეცემა.
- როგორ აღმოჩნდით “ბრეშაში”?
- მყავს აგენტი, რომელსაც ჩემი ოჯახი დიდი ხანია იცნობს. რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი იყო, ბუნებრივია საუბარია ასაკობრივ გუნდებზე – “სიენა”, “არსენალი”, “ფიორენტინა”, მაგრამ ყველაზე კარგი პირობები სწორედ “ბრეშამ” შემოგვთავაზა და არჩევანიც ამ კლუბის სასარგებლოდ გავაკეთეთ. იტალიელებმა ყველანაირად უზრუნველგვყვეს, აქ ოჯახთან ერთად ვარ. გუნდმა გამოგვიყო საცხოვრებელი ბინა, ასევე გარკვეულ თანხასაც გვიხდიან.
- უფრო დაწვრილებით გვითხარით, “ბრეშას” რომელი ასაკის გუნდში ვარჯიშობთ?
- 2001 წლიანების გუნდში. ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ლეგიონერია – ბოსნიელი, მაროკოელი, მალელი და კამერუნელი.
- როგორი სტილის ვარჯიშებია?
- სიმართლე გითხრათ, დიდად არ განსხვავდება “საბურთალოს” ვარჯიშებისგან, ერთი ეგაა სხვაობა ისაა, რომ აქ სათამაშო ტემპი უფრო მაღალია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას.
- უკვე რამდენიმე თვეა იტალიაში ხართ. თავიდან ხომ არ გაგიჭირდათ ვარჯიშებთან შეგუება?
- არა, რადგან “საბურთალოში” კარგად ვიყავი მომზადებული. ამავდროულად, იმ პერიოდში, როდესაც იტალიაში ჩამოვედი ფეხბურთელები არდადეგებზე იყვნენ წასულები. ყველამ ერთად დავიწყეთ შეკრება და არანაირი გართულებები არ ყოფილა.
- მართალია, ჯერჯერობით ოფიციალურ მატჩებში არ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგრამ ალბათ ესწრებით გუნდის თამაშებს. როგორი ჩემპიონატია?
- იტალიის გეოგრეფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში ცოტათი რთულია, ამიტომ ტარდება რეგიონალური ჩემპიონატი, რამდენიმე ზონად არის დაყოფილი. ოფიცილაური თამაში არ ჩამიტარებია, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრაში ვითამაშე “ინტერთან”. ასევე რუსი და ლიტველი თანატოლების წინააღმდეგ გავისარჯე.
- და რა პოზიციაზე თამაშობთ?
- მატჩები ძირითადად ჩავატარე ნახევარდაცვის და თავდამსხმელის პოზიციებზე, ცენტრში. სიმართლე გითხრათ, თავდასხმაში არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ “საბურთალოში” ამ პოზიციაზე არ ვთამაშობდი.
- პირველი გუნდის თამაშებს თუ ესწრებით?
- როცა საშინაო კედლებში თამაშობს გუნდი და არის დრო იმისა, რომ დავესწრო მატჩებს, შანსს ხელიდან არ ვუშვებ. ძალიან კარგი სანახავია “ბრეშას” საშინაო არენა სავსე ტრიბუნებით.
- თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან ხშირად გაქვთ კონტაქტი?
- ძირითადად სოცილაური ქსელის საშუალებით ვესაუბრები მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც რამდენიმე წელი გავატარე. ამ ყველაფერს სასიამოვნოდ ვიხსენებ, რადგან “საბურთალოში” პროგრესი განვიცადე, ბევრ წარმატებებს მივაღწიე.
- და საუბრის ბოლოს: რას ეტყვით თქვენს თანაგუნდელებს?
- ყველა ძალიან მენატრება, არა მარტო ფეხბურთელები, არამედ მწვრთნელები, ხელმძღვანელები. ჩემი თბილისიც მომენატრა. სავარაუდოდ, ზაფხულამდე ვერ ჩამოვალ, მერე კი ჩემს საყვარელ სკოლას ვესტუმრები და თანატოლებთან ფეხბურთს ვითამაშებ.

FCSaburtalo.GE

ლიბორ ჰრდლიჩკა: „დინამოს შემოთავაზებას ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი“

$
0
0
file

დინამოში 29 წლის სლოვაკი მეკარე- ლიბორ ჰრდლიჩკა ჩაირიცხა. ჰრდლიჩკას ბოლო კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. სლოვაკი მეკარე ბრატისლავის ინტერის აღზრდილია. თამაშობდა რუჟომბეროკში, ასევე ჩეხურ ბრნოში.

ლიბორ ჰრდლიჩკა - საფეხბურთო კარიერა ბრატისლავის ინტერში დავიწყე. 9 წელი დავყავი მშობლიური ქალაქის გუნდში. ვთამაშობდი სლოვაკეთის ასაკობრივ ნაკრებებში. შემდეგ გადავედი ჩეხურ ბრნოში, თუმცა ახალგაზრდული ასაკიდან და დიდი კონკურენციიდან გამომდინარე იშვიათად მიწევდა მთავარი გუნდის კარის დაცვა. 2010- ში სლოვაკეთში დავბრუნდი და რუჟომბეროკში ორნახევარი სეზონი გავატარე მთავარ მეკარედ. ბოლო კლუბი კი ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. მეტალურგში ველოდებოდი ახალ კონტრაქტს, როდესაც დინამოს მხრიდან რეალური ინტერესის შესახებ შევიტყვე და ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. დინამო ხომ დიდი გუნდია და მას ყველა იცნობს ევროპაში. ნანახით აღფრთოვანებული ვარ. აქ ფეხბურთელისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი და მოსამზადებელი პირობები ევროპული დონისაა. ვიცოდი, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები ასპარეზობენ. შემიძლია ავღნიშნო მათი საკამოდ კარგი ტექნიკური მომზადება. ვიტყოდი, რომ ჩემს ბოლო კლუბში ასე ტექნიკურად არ თამაშობენ. ჩემი მთავარი მიზანი დინამოში წარმატებულად გამოსვლაა და ყველანაირად ვეცდები გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარო. ამ ჯერზე უმთავრესია ჩემპიონობა მოვიპოვოთ, ჩემთვის ეს განსაკუთრებული გრძნობა იქნება, რადგან ტიტული ჯერ არ მომიგია.

fcdinamo.ge

გიორგი არაბიძე: “ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული”

$
0
0
537099_667186026646943_1334653678_n

თბილისის “ლოკომოტივის” და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, გიორგი არაბიძე, კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. Fanebi.com 16 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და მის კარიერაში ახალ ეტპზე ესაუბრა.

- გავიგეთ, რომ კარიერას “შახტარში” გააგრძელებ. რატომ აირშიე ეს კლუბი? 

- ჩემი განვითარებისთვის ამ ეტაპზე “შახტარი” კარგი ვარიანტი იქნება. იქედან უფრო მეტი პერსპექტივაა ვიდრე საქართველოს ჩემპიონატიდან.

- სხვა შემოთავაზებები გქონდა?

- დიახ, იყო რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი, თუმცა იქ წასვლა 18 წლამდე ვერ ხერხდებოდა. ამ პერიოდში კი “შახტარში” ბევრს ვისწავლი.

- “შახტარში” დიდი კონურენციაა და ძირითად გუნდში მოხვედრა იოლი საქმე არ არის…

- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თავიდან დუბლშემადგენლობაში ვივარჯიშებ და 19-წლამდელთა გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დავემატები.

- ქართველ ფეხბურთელებს “შახტარში” ბოლო პერიოდში არ უმართლებდათ. მათ ფაქტობრივად შანსიც კი არ მისცემიათ. ეს ფაქტი ხომ არ გაღელვებს?

- არ ვიცი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში რა და როგორ მოხდა. ასე რომ ვერაფერს ვიტყვი.

- წელს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებშიც ითამაშე. როგორ შეაფასებდი შესარჩევი ეტაპის მატჩებს?

- კარგი თამაშები გამოვიდა იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს დიდი გამოცდილებაა. ორივე ასაკში შემდეგ ეტაპზე გავედით. კარგად მოვემზადებით, რათა მომავალში უკეთესი შედეგი გვქონდეს.

- რა არის შენთვის მთავარი ფეხბურთში? 

- მთავარი ხელშეწყობა და პირობებია, რაც “შახტარში” მექნება. ეს აუცილებელია მაღალ დონეზე სათამაშოდ.

სოლომონ კვერკველია: “თბილისში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა”

$
0
0
სოლომონ კვერკველია_0804

საქართველოს ნაკრების და “რუბინის” მცველმა სოლომონ კვერკველიამ Championat.ru-ს ინტერვიუ მისცა. საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა  საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- ფეხბურთის თამაში როგორ დაიწყეთ? 

- მამაჩემი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, დედას კი უნდოდა, რომ მესწავლა. თუმცა, მე ბურთი ავირჩიე. საქართველოში ძალიან ბევრი ფეხბურთელია, თუმცა პროფესიონალების ნაკლებობაა. ჩემს შემთხვევაში დიდი როლი რევაზ ჩელებაძის გაცნობამაც ითამაშა, რომელიც ჩემი აგენტი გახდა.

- მშობლებს ამის გამო არ უჩხუბიათ? 

- არა, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცავდი რეჟიმს და ვარჯიშებზეც ბოლომდე ვიხარჯებოდი. ბავშვობიდან ჩემი მთავარი სათამაშო ბურთი იყო და დედაც შეეგუა ამ გატაცებას. ბოლოს იმასაც მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში მთავარი ფეხბურთია. დედა ჩემი ნამდვილი მეგობარია და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

- როდის დაგჭირდა მშობლების მხარდაჭერა ყველაზე მეტად? 

- 15 წლის ასაკში სამტრედიიდან თბილისში წავედი, რათა ბედი ერთ-ერთი დედაქალაქურ კლუბში მეცადა, მაგრამ იქ მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და პროფესია უნდა შემეცვალა. სახლში დავბრუნდი და დედას ვუთხარი, რომ ფეხბურთს აღარ ვითამაშებდი. სწორედ ამ დროს ვიგრძენი მშობლების მხარდაჭერა და გვერდში დგომა ყველაზე მეტად.

- “ზენიტში” თქვენი შესაძლებლობლები ღირსეულად შეაფასეს?

-  რუსეთში ჩასვლისას რუსულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. დუბლშემადგენლობის მწვრთნელი ანატოლი დავიდოვი ძალიან დამეხმარა. მას ჩემი არ ესმოდა, მაგრამ იცოდა თუ რისი მიღწევა მსურდა. მას დიდი მადლობას ვუხდი. “ზენიტში” წელიწადნახევარი გავატარე, მაგრამ პეტერბურგელებმა საკუთარ შემადგენლობაში ჩემი ხილვა არ ისურვეს. საბედნიეროდ ამ დროს “რუბინის” ვარიანტი გამოჩნდა.

- ყაზანში თქვენი კარიერა კარგად წაიმართა და მალევე სადებიუტო მატჩი ჩაატარეთ. ძალიან ნერვიულობდით? 

- კარგად მახსოვს… ყურბან ბერდიევმა დამიძახა და მითხრა, რომ “ტერეკთან” ვითამაშებდი. გამოცდილება არ მქონდა, თუმცა თავის გამჩენის დიდი სურვილი იყო. არაფრის არ მეშინოდა. უბრალოდ ჩემი მიზნისკენ მივდიოდი. იმ სეზონში 8 შეხვედრა ჩავატარე და “რუბინმაც” 3-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა.

- “ლიონთან” შეხვედრის დროს წარუმატებელი ვარდნა ავტოგოლით დასრულდა… რა იგრძენით იმ ეპიზოდში? 

- არანაირი ავტოგოლი არ ყოფილა. კარის მიმართულებით არ დამირტყავს, უბრალოდ ბურთი უხერხულად მომხვდა და კარში შევარდა. ისე კი ფეხბურთის უამრავ მსოფლიო დონის ვარსკვლავს აქვთ ავტოგოლი გატანილი. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ…

- “რუბინის” შემადგენლობაში პირველი გოლი “ამკარს” გაუტანეთ. კარგად გახსოვს?   

- დიახ, ის შეხვედრა წავაგეთ მიუხედავადა იმისა, რომ 84-ზე ანგარიშის გათანაბრება შევძელი. ლამაზი გოლი გამოვიდა. გოლების გატანა მიყვარს და იმედია ამას ხშირად გავაკეთებ.

- 2012 წელს თამაში ნაკლებად გიწევდათ და ალბათ გულიც გწყდებოდათ…

- ვიცოდი, რომ გუნდში ბევრი ძლიერი მცველია – ბოკეტი, ნავასი, შარონოვი. შემდეგ კი მარკანოც ჩამოვიდა. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავრჩი და ბერდიევს იჯარით გაშვება ვთხოვე. საბოლოოდ “ნეფტექიმიკში” აღმოვჩნდი. იქ პირველი წრის ყველა თამაში ჩატარე და ბერდიევმაც მალევე უკან დამაბრუნა.

- ამის შემდეგ ნაკრებშიც გამოგიძახეს. სანაკრებო მეტოქეებიდან ვის გამოარჩევდით? 

- ლევანდოვსკი. ის საოცარი ფორვარდია, ნამდვილი მანქანა.

- საქართველოში 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდით. ელოდით მოვლენათა ასეთ განვითარებას? 

- სიმართლე რომ გითხრათ ერთ-ერთი პრიზის აღებას ველოდი. სეზონი კარგად ჩავატარე. ძალიან ბედნიერი ვარ და ეს აღიარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ასევე მინდა ავღნიშნო ჩემი კონკურენტების კარგი თამაში. ოქრიაშვილი და კანკავა შესანიშნავი ფეხბურთელები არიან.

- ბოლო დროს მოსკოვის “დინამოს” ინტერესზე ბევრს საუბრობენ. მზად ხართ მოსკოვში გადასაბარგებლად? 

- ინტერესის შესახებ მსმენია, მაგრამ კლუბიდან პირადად მე არავინ დამკავშირებია. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა შენი თამაშით მოსკოვური კლუბები ინტერესდებიან, თუმცა “რუბინში” ბედნიერი ვარ და ოფიციალურ წინადადებამდე ამ თემაზე საუბარი არ მსურს.

- რამოსი, პიკე თუ გოდინი? 

- ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი სერხიო რამოსია.

- ლობიო, ჩახოხბილი თუ საცივი?

- საუკეთესო კერძი ხინკალია. ყაზანში ერთი ძალიან კარგი რესტორანია, სადაც ხშირად დავდივარ.

- ღვინო, ლუდი თუ წვენი? 

- ვისკი და კოლა. ისიც ძალიან იშვიათად… საახალწლოდ ან დაბადების დღეზე.


ნიკა საბანაძე: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი“

$
0
0
1421606738_IMG_3568

ნიკა საბანაძე ის ფეხბურთელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ქუთაისის „ტორპედოში“ გაიცნო. სპორტსკოლა „ავაზადან“ გადმოსულმა პროფესიონალური კარიერა სწორედ აქ დაიწყო. პროგრესის შედეგად, 2011/12 წლების სეზონიდან უკვე ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ფორვარდის წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დარჩენია – მან 21-წლამდე ნაკრებშიც ჩაატარა მატჩები. ქუთაისელთა რიგებში კი, 111 ოფიციალური თამაში ჰქონდა გამართული, როცა ს. კ. „ზესტაფონში“ გადავიდა, იქედან – თბილისის „დინამოში“, სადაც ასევე ნახევარი სეზონი გაატარა და ქუთაისში დაბრუნდა. მისი თანამემამულე არაერთი მეკარის შეფასებით, ეროვნულ პირველობაზე მონაწილეთა შორის იგი საჯარიმოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა.

23 წლის ფორვარდი ჩვენი საიტის რესპონდენტია…

 - ნიკა, ალბათ, გახსოვს, 5 წლის წინ, შენთან პირველი ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, როგორც „ტორპედოს“ ახალბედა ფეხბურთელთან, რა შეიცვალა მას შემდეგ შენს ცხოვრებაში?

- როგორ არ მახსოვს?! პირველად, როცა „ტორპედოში“ მოვედი, ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დამხვდა გუნდში. მათგან საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. თანდათან თამაშებითაც მივიღე გამოცდილება. სხვანაირად შევხედე ცხოვრებას და საზოგადოდ, ფეხბურთს, რაც მთავარია, უფრო პროფესიონალურად. მას მერე 180 გრადუსით შეიცვალა ყველაფერი უკეთესობისკენ.

 - ფეხბურთის მოყვარულებმა სწორედ „ტორპედოში“ გაგიცნეს, რა როლი ითამაშა ამ კლუბმა შენს განვითარებაში?

- ამ კლუბმა ჩემს პერსპექტივაში ხელი ძალიან შემიწყო, წინსვლა და წარმატება მომიტანა აქ ყოფნამ. „ტორპედო“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და ტრადიციული კლუბია. საერთოდ, ქუთაისში ყველაზე შესამჩნევი საფეხბურთო გარემოა. ჩემი აზრით, აქ ყველაზე მეტად უყვართ ფეხბურთი და საუკეთესოდ აფასებენ ფეხბურთელებს, ამასთან ერთად, იციან კიდეც ფეხბურთიც. ქუთაისი მოსიყვარულე ქალაქია. თავის დროზე აქაურებმა ძალიან თბილად მიმიღეს, ახლა კი, თითქმის ყველა მიცნობს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი.

 - ამჯერად რა მიზანი გექნება „ტორპედოსთან“ ერთად?

- „ტორპედო“ ისტორიაში მე-13 ადგილზე ჯერ საერთოდ არ ყოფილა და ძალიან უხერხულია ეს, მაგრამ ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ წინ და წინ წავიყვანოთ გუნდი. აუცილებლად გამოვასწორებთ საქმეს. მნიშვნელოვანი თამაშები გველის, თუნდაც ამ სეზონშიც. სამეულში შესვლა წელს იდეალური იქნება. შესაძლებელია, თასიც ავიღოთ. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებებისთვის. მინდა, კიდევ ბევრჯერ დავამახსოვრო ქუთაისელებს თავი.

 - „ტორპედოში“ დღემდე 28 ოფიციალური გოლი გაქვს გატანილი, მათგან ყველაზე სამახსოვრო რომელი იყო შენთვის?

- ყველაზე ლამაზი გოლი, ვიტყოდი, რომ 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურში სტუმრად „ზესტაფონთან“ გავიტანე, როცა დუბლიც შევასრულე და ჩემმა გუნდმაც მოიგო(3:2). ყველაზე ისტორიული კი ის იყო, როცა ევროპის ლიგაზე ყაზახურ „აქტობესთან“ მატჩში გავხსენი ანგარიში. მუდამ დაუვიწყარი იქნება ორივე ჩემთვის. წარსული კარგია, ხალხს ახსოვს, თუმცა მე მხოლოდ მომავალს ვუყურებ…

- საქართველოს წამყვან კლუბებში გითამაშია, თუმცა ჯერჯერობით გუნდური ტიტული არ გაქვს მოგებული…

- ყველაზე ახლოს „ტორპედოსთან“ ერთად ვიყავი, მაგრამ თასის ფინალში არ გაგვიმართლა და „გაგრასთან“ წავაგეთ. გულდასაწყვეტი იყო ყველა ჩვენგანისა და მთლიანად ქუთაისისთვის. გეთანხმებით, ლიდერ კლუბებში როცა ხარ, ტიტული აუცილებელია. ეს ერთგვარი გვირგვინია, გაღებული შრომის შემდეგ. იმედია, მომავალში მაინც მექნება ეს ბედნიერება.

 - სხვათა შორის, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩი სწორედ ქუთაისში ჩაატარე. ფაქტობრივად, შენმა გოლებმა გადაწყვიტა „ქართულ კლასიკოში“ გამარჯვებულის ბედი. იმ დღეს როგორ გაიხსენებ?

- ის გოლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე მაშინაც ვგრძობდი, რომ ქუთაისში ვუყვარდი ადამიანებს. არ დამავიწყდება, თამაშის შემდეგ როგორი ტაშით გამაცილეს მოედნიდან. როგორც ვიცი, ასეთი ჟესტი აქამდე სხვა არც ერთი დინამოელის მიმართ არ ჰქონიათ. ისე მიხაროდა, თბილისამდე მთელი გზა ეიფორიაში ვიყავი. ვეცდები ყველანაირად, რომ ჩემი კიდევ ერთი ვალიც გადავიხადო ქუთაისელი ქომაგების მიმართ და შემდეგ „კლასიკოში“ უკვე „ტორპედოს“ მაისურით გავიტანო გოლები(იცინის).

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გითამაშია, თუმცა უკვე იმ ასაკში აღარ ხარ, რომ კიდევ 21-წლამდელებში ითამაშო. როგორ ფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში რომ გამოგიძახონ, სათამაშოდ მზად ხარ?

- რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მზად ვარ. ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ კახი ცხადაძე შანსს მომცემს. ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვიყო.

 - „ტორპედოს“ არაერთ მწვრთნელთან გქონდა შეხება, გიორგი დარასელიასთან ერთად კი პირველად მუშაობ…

- ბატონი გიორგი „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ გავიცანი. იგი ძალიან დადებითი პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალია. მოედნის გარეთ ბიჭების მეგობარია, მოედანზე კი არანაირი დანდობა და ძმაკაცობა არ არსებობს. მის მიდგომას ვიზიარებ, რომ, თუ იმსახურებ, მიიღებ კიდეც. სხვანაირად მაღალი დონის გუნდი არ გვეყოლება.

 - დღევანდელი „ტორპედო“ რა სიძლიერის გუნდია?

- რა თქმა უნდა, ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი კონტიგენტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა ქართულ გუნდს შეგვიძლია მოვუგოთ. მინიმუმ, სერიოზულ წინააღმდეგობას მაინც გავუწევთ ყველას.

  - თურქული შეკრებაც ახლოვდება, რას ელოდები ამ ეტაპისგან?

- პირველ რიგში, შეთამაშებას. რამდენიმე ფეხბურთელთან შეხება აქამდე არ მქონია. ჯერ არც ერთი ამხანაგური თამაში არ გვითამაშია, ამიტომ ყველანი ველოდებით ახალ მოსამზადებელ ეტაპს. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ გუნდის დალაგება. დიდი იმედი მაქვს მთავარი მწვრთნელის და რასაკვირველია, ბიჭებიც ხელს შევუწყობთ.

 - წინა ხაზში საკმაო კონკურენცია შეიქმნა, ამ საკითხს როგორ ხედავ?

- თუ გუნდში კონკურენცია არაა და განაღდებული გაქვს თამაში, ეს ფეხბურთელის მოდუნებას იწვევს. როცა ესა თუ ის მატჩი „ჩაგივარდება“, უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქვამ. ამიტომ აუცილებელია კონკურენცია, რათა სულ მობილიზებულად იყო. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს დღეს „ტორპედოს“.

 - და ბოლოს, ცოტა შორს წავიდეთ… შენი ფავორიტი ფეხბურთელი შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც თამაშის მანერით გამგვანებენ კიდეც…

- ჰოლანდიურ „აიაქსში“ ყოფნიდან მოყოლებული, როცა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მართლაც ჩემი ფავორიტია. მისი ეფექტური გოლები არამარტო მოწონებას იმსახურებს. მეც ფორვარდი ვარ და თამაშით სტილით ვცდილობ, რაღაცებში მაინც მივბაძო, მაგრამ რამდენად გამომდის ეგ არ ვიცი(იცინის).

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს

$
0
0
ზვიად სიჭინავა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ სიჭინავამ გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ადამიანს უნდა ჰქონდეს გრძნობა, რომ ამოწურე შენი მაქსიმუმი. დამრჩა ორი საქმე, რომელიც მართლა მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ერთია ბაზის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და მეორე – მინდა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წამოვიღო საქართველოში. ამას გავაკეთებ და თავისუფალი ვიქნები. ფინალის წამოღება საქართველოში 4 ქალაქის ამუშავებას ნიშნავს: გორის, მცხეთის, რუსთავის და თბილისის. ეს არის მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვუყურებ. არ შემიძლია, რადგან რამდენიმე თვე დამრჩა, ხელები ჩამოვყარო. უფრო მეტად უნდა ვიაქტიურო, მეტი გავაკეთო, რადგან, ვინც ჩემ შემდეგ მოვა, მან უფრო მეტს მიაღწიოს”, – ციტირებს სიჭინავას სიტყვებს “პრაიმტაიმი”

 

ლევან ყენია: “მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს”

$
0
0
levan_kenia_trenink

ლევან ყენია პრაღის “სლავიას” 3 თვის წინ შეუერთდა და ზამთრის პაუზამდე ჩეხეთის ჩემპონატის ორ შეხვედრაშიც მოასწრო თამაში. “სლავია” ამჟამად სლოვაკეთში ემზადება სეზონის განახლებისთვის. პრაღული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მოთამაშეს საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- დაახლოებით სამი თვეა რაც “სლავიაში” ხართ. გუნდთან შეგუების პროცესი დასრულდა? 

- აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. რა თქმა უნდა ძალიან მეხმარება მარტინ ლატკა, რომელიც ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში გვერდში მიდგას.

- ჩეხეთის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარე. როგორ შეაფასებდი ლიგის დონეს?

- ფიზიკურად აქ საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები, თუმცა ტაქიკური თვალსაზრისით გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაშიც თამაში გაცილებით რთულია. ჩეხეთის ლიგა დაახლოებით უკრაინის ჩემპიონატის დონეზეა.

- თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი კლუბი “შალკეა”. როგორ გაიხსენებდით გელზენკირხენში გატარებულ პერიოდს? 

- “შალკეში” 17 წლის ასაკში დავიწყე თამაში და ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. 18 წლის ასაკში ჩემი მწვრთნელი ფელიქს მაგათი გახდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმების გამო სამი ოპერაცია დამჭირდა და დიდი დროც გამიცდა.

- 14 წლის ასაკში კი “ბარსელონაში” იმყოფებოდით ტესტირებაზე, რაც ნებისმიერი ახალგაზრდა მოთამაშის ოცნებაა… 

- შესანიშნავი გამოცდილება იყო, ახდენილ ოცნებას გავდა. იქ ორი კვირა ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე, რასაც დღესასც ვიყენებ მოედანზე.

- გასულ სეზონში დიუსელდორფის “ფორტუნას” შემადგენლობაში თამაშობდით, სადაც მარტინ ლატკა გაიცანით. თქვენი “სლავიაში” გადასვლა მისი დამსახურება ხომ არ არის? 

- გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა. ჩეხეთშიც და მის ფარგლებს გარეთ სხვა ვარიანტებიც მქონდა, თუმცა საბოლოო არჩევანის დროს მარტინმაც ითამაშა გარკვეული როლი.

- რა იქნება “სლავიას” მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში? 

- რთული სათქმელია… ვფიქრობ, რომ გუნდს ევროთასების ზონაში მოხვედრა შეუძლია.

- ამჟამად სლოვაკეთში მოსამზადებელ შეკრებას გადიხართ. როგორ შეადარებდი სხვა გუნდების შეკრებებს? 

- გერმანიაში შეკრებები განსხვავდება, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ვარჯიშები გვაქვს. ახლა მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს. შეკრების მომდევნო ეტაპს თურქეთში გავივლით.

- “სლავიას” თავკაცმა მიროსლავ ბერანეკმა განაცხადა, რომ გუნდს თქვენი დახმარებით სათამაშო სტილის შეცვლა შეუძლია. სასიამოვნოა მწვრთნელის ასეთი ნდობა? 

- რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელი გენდობა. ასეთ დროს თამაშიც გაცილებით ადვილი ხდება.

- პრაღაზე რას იტყვით? 

- აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ორი შვილი გვყავს. მყუდრო ბინა ვიქირავეთ და ქალაქშიც ხშირად ვსეირნობთ. პრაღა ძალიან ლამაზია. ხშირად ვსტუმრობთ ცენტრში მდებარი ქართულ რესტორანს.

ნუგზარ კვირტია: “მუქარის გამო იძულებული ვიყავი ტუნისი დამეტოვებინა”

$
0
0
528665_384027908315715_601396015_n

საქართველოში დაბრუნების და ლანჩხუთის “გურიაში” თამაშის შემდეგ ნუგზარ კვირტიამ კარიერის გაგრძელება კვლავ საზღვარგარეთ გადაწყვიტა და მიმდინარე სეზონის სტარტზე ტუნისს მიაშურა, სადაც ადგილობრივი “ზარზისის” მოთამაშე გახდა. 30 წლის ნახევარმცველს ტუნისური ამბების გასაგებად დავუკავშირდით, თუმცა მოთამაშემ საკმაოდ უსიამოვნო ფაქტების შესახებ გვიამბო.

- საინტერესოა როგორ აღმოჩნდა ქართველი ფეხბურთელი ტუნისში და რისი თქმა შეგიძლიათ ადგილობრივ ფეხბურთზე?

- ტუნისში მოხვედრა ჩემი ფრანგი ახლობლის დახმარებით მოვახერხე. “გურიიდან” წასვლის შემდეგ ბაქოში წავედი ოჯახთან, როდესაც ტუნისის ვარიანტი გამოჩნდა, რაზეც დავთანხმდი და ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

შთაბეჭდილებები თავიდან ძალიან კარგი იყო. ტუნისში ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა. ჩემი გუნდი მეორე ლიგიდან წელს გადმოვიდა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა კარგად დავიწყეთ – 15 მატჩში მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით. თუმცა, 31 დეკემბერს გუნდთან კონტრაქტი გავწყვიტე და იძულებული ვიყავი ტუნისი დამეტოვებინა. ბოლოს საქმე მუქარამდეც კი მივიდა… 

- რა გახდა მოვლენათა ასეთი განვითარების მიზეზი?

პრობლემა ის იყო, რომ პრეზიდენტს კონტრაქტის გაფორმებიდან მალევე ჩემი გაყიდვა სურდა, რათა ფინანსურად ეხეირა. მაგრამ, ტრანსფერი არ შედგა და მასაც ჩემთვის ხელფასის გადახდა აღარ უნდოდა. კონტრაქტში წლიური ბონუსები და პრემიალურებიც იყო გათვალისწინებული, რაც საკმაოდ დიდი თანხა გამოდიოდა. ხელფასს 4 თვე არ მიხდიდნენ… ორი ადვოკატი დავიქირავე, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩასვლის დროს 5-დღიანი ვიზა მქონდა. კლუბში მითხრეს, რომ გახანგრძივება საჭირო არ იყო. სიტუაცია, რომ აირია საელჩოში დავრეკე და მითხრეს, რომ ვიზა აუცილებელი იყო და მე მისი არქონის გამო ჯარიმა მქონდა გადასახდელი. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას გამუდმებით ვეუბნებოდი, თუმცა ისინი ყურადღებას არ მაქცევდნენ. 

ფიფაში ჩივილზე ხომ არ გიფიქრიათ?

- ფიფაში რომ მეჩივლა თანხას ტუნისურ დინარებში მომცემდნენ და სავიზო პრობლემების გამო ფულს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვერ გავიტანდი. ამიტომ დალოდება და პრობლემის მოგვარება ვამჯობინე. პრეზიდენტმა ისიც მითხრა, რომ სჯობს კონტრაქტი შეგვეწყვიტა და გამაფრთხილა რომ, ქალაქში უკმაყოფილოები არიან ჩემი ხელფასის ოდენობით, ჩემი მისამართიც იციან და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მომცემდა. ეს მუქარა და ჩემთან ჩხუბში გადაიზარდა, რაც დიქტოფონზეც მაქვს ჩაწერილი… საბოლოოდ, ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი. თანხის ნაწილი ხელზე ავიღე, 4 თვის ხელფასი კი პარიზში იყო, სადაც ჩემი ახლობელი ჩავიდა ბარსელონიდან და ფული შემდეგ მე ბაქოში გამომიგზავნა. 

ბოლოს კლუბის პრეზიდენტმა პოლიციას დაურეკა და შეატყობინა, რომ მეორე დღეს მივფრინავ და ვიზა არ მაქვს. ბილეთი შევცვალე და დედაქალაქში გავიპარე, სადაც კორეელი ქრისტიანები ცხოვრობდნენ მეზობლად. მადლობა უფალს, რომ ეს ხალხი შემახვედრა… საბოლოოდ, “ზარზისთან” ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე და ტუნისიდან წამოვედი. 

- ახლა რას აპირებთ?

ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ და ახალ კლუბს ვეძებ.

- საქართველოდან თუ დაგიკავშირდათ რომელიმე კლუბი?

- “გურიას” ველაპრაკე, როცა პრობლემები მქონდა და პასუხი ვერ გავეცი. სიტუაციის დალაგების შემდეგ მეორედ დავუკავშირდი, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.

კაჭარავა: „საქართველოში არსებულ პირობებზე საუბარი არც კი მსურს“

$
0
0
სპარტაკი-კოლხეთი_972313

ცხინვალის „სპარტაკმა“, რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და სეზონის მეორე ნახევრიდან „ცხინვალის“ სახელით ითამაშებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მე-4 ადგილი დაიკავა. ამჟამად გუნდი პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. Fanebi.com-ი ცხინვალელთა თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- საქართველოს ჩემპიონატში ახლა პაუზაა. მოგვიყევი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე

„ამჟამად თურქეთში შეკრებაზე ვართ და ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარებას ვგეგმავთ“

- ნიკა, პირველ წრეში 2 გოლი გაიტანე, გუნდმა კი მისაღებ შედეგს მიაღწია. შეაფასე სეზონის პირველი ნახევარი

„მეტ-ნაკლებად წარმატებული წრე იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. იმედია, მეორე წრეს უკეთესად ჩავატარებთ“

- სატურნირო ცხრილი საკმაოდ მჭიდროა. ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩებით. რა მიზანი აქვს დასახული კლუბს? ფიქრობთ თუ არა ჩემპიონობაზე?

„რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ამბიცია გაგვაჩნია. მითუმეტეს, ზამთარში გავძლიერდით, თუმცა მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა“.

- ჩემპიონატში კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდი?

„საკმაოდ ბევრი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყველა მეტოქეს ერთნაირად ვაფასებთ“

- ცოტა ხნის წინ კლუბმა სახელი და ლოგო შეიცვალა, ახლა მას „ცხინვალი“ ჰქვია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შეუთანხმდა თუ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა?

„სახელი დამოუკიდებლად შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთელების მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პირიქით, ეს ქმედება ყველამ მოიწონა“

- ასაკის მიუხედავად, შენ უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გაქვს, კერძოდ, ყაზანის „რუბინში“ ირიცხებოდი. საქართველოსთან შედარებით იქ რამდენად განსხვავებული სიტუაციაა?

„რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით, იქ ბევრად მაღალი დონეა. განსხვავება იმდენად დიდია, რომ აქაურ პირობებზე საუბარი არც კი მსურს. თანაც, იქ ფეხბურთელებს უფრო აფასებენ“

- დაფასებაში კერძოდ რას გულისხმობ?

„მაგალითად, სტადიონზე ხალხის რაოდენობას. გარდა ამისა, იქ მედიის ყურადღებაც უფრო მეტია. თუ არ ვცდები, მიმდინარე სეზონში ჩვენი მატჩის რეპორტაჟი არც ყოფილა“

- რუბინის მატჩებს თვალყურს დღესაც ადევნებ?

„იშვიათად, მაგრამ, ვცდილობ, ვუყურო“

- კარიერის გაგრძელებას რომელ ქვეყანაში ისურვებდი? კონკრეტულად რომელი ქვეყნის თამაშის სტილი მოგწონს?

„ამაზე არ მიფიქრია. თავს სადაც საჭიროდ ვიგრძნობ, იქ ვითამაშებ“

- სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოეთიდან წინადადება არ გქონია?

„ჯერ არა“

- ცოტახნის წინ გაირკვა, რომ საქართველო 2017 წელს 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს წარმატება ზოგადად ქართულ ფეხბურთს?

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. სხვას თავი რომ დავანებოდ, სტადიონებიც აშენდება, რაც დღეს საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს“

- საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იყავი გამოძახებული. რა პერპექტივა აქვს ამ გუნდს და როგორ შეაფასებდი მის მომავალს? კონკრეტულად რომელიმე ფეხბურელს თუ აღნიშნადი?

„ახლა თამაში უკვე 94 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ და ახალი გუნდიც შენდება. იმედიანად ვარ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ნაკრები ჯერ არ შეკრებულა, ვერავის გამოვარჩევ“

ირაკლი სირბილაძე: “ჩვენი მიზანი თასის მოგება და სამეულში შესვლაა”

$
0
0
timthumb

როგორც უკვე იცით, ირაკლი სირბილაძე კარიერს ფინურ “კუპსიში” გააგრძელებს. Fanebi.com ქართველ შემტევს ფინეთში დაუკავშირდა და ახალი კლუბის შესახებ ესაუბრა.

“კუპსი საკმაოდ კარგი გუნდია. წელს ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრა და თასის მოგებაა. შემოთავაზება სხვა გუნდებიდანაც მქონდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც “კუპსიზე” შევაჩერე. ისეთ გუნდში მინდა ყოფნა, რომელსაც რეალურად შეუძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს. მწვრთნელი ჯერ კიდევ ტურკუდან მიცნობს და მან კარგაც იცის ჩემი შესაძლებლობები. “კუპსიში” გადაბარგებაც სწორედ მან შემომთავაზა. 

მინდა ავღნიშნო, რომ ფინეთში საკმაოდ კარგი დონეა. ყოველ წელს ახალი ფეხბურთელები ჩამოდიან და აქ თამაში იოლი არავის ეგონოს. ახალგაზრდა თუ ხარ და თავს გამოიჩენ ბევრად უკეთს ჩემპიონატში გააგრძელებ თამაშს” – გვითხრა სირბილაძემ. 

მამუკა ტორონჯაძე: „ყველა ქვეყანას ჩემი საქართველო მირჩევნია“

$
0
0
Mamuka Toronjadze

ფარერის კუნძლების ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „სუდურის“ შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერი ჩაირიცხა. ახალი სეზონიდან კლუბში 28 წლის შემტევი მამუკა ტორონჯაძე და 26 წლის მცველი ვალერი იობაშვილი ითამაშებს.

Fanebi.com-ი მამუკა ტორონჯაძეს დაუკავშვირდა, რომელიც „სუდუროისში“ 2010 წელსაც თამაშობდა.

- მამუკა, შენ ფარერის კუნძულებზე დაბრუნდი და ახალი სეზონიდან ნაცნობი „სუდუროის“ რიგებში ითამაშებ. გვიამბე, თუ როგორ მოხვდი პირველად ამ ქვეყანაში

„პირველად ჩემი მეგობრის დახმარებით მოვხვდი. სააგენტოსთან ურთიერთობდა და 2010 წელს ფარერებზე წასვლა შემომთავაზეს. წინადადებას დავთანხმდი და ჩავედი“

- რა გახდა შენი ფარერის კუნძულებზე დაბრუნების მიზეზი?

„მოგეხსენებათ, ერთი წელი რუსთავის „მეტალურგში“ ვიყავი და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იქ სიტუაცია ძალიან აირია. ექვს თვეში ოთხი თვის ხელფასი ავიღეთ და ჩვენთვის არც პრემიები მიუციათ. არადა, მეგონა, ასეთი კლუბი უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენდა. წასვლა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ფინანსების გამო წავედი. თანაც, საბუთების დახმარებით, ევროპაში გასვლა აქედან ბევრად ადვილია“

- რომელიმე სხვა ქვეყანაში წასვლის საშუალება იყო? სხვა წინადადებები თუ გქონია?

„კი, იყო. მაგალითად, ჩემი მეგობარი ოსიტაშვილი ფინეთში თამაშობს და იქ სინჯებზე ჩასვლის შანსი მქონდა, თუმცა ამას პირდაპირი კონტრაქტი ვამჯობინე. მოგეხსენებათ, იობაშვილიც აქაა და, იმედია, კარგი სეზონი გამოვა“

- დახმარებიხარ თუ არა ვალერი იობაშვილს ამ ტრანსფერში ან მისთვის რაიმე რჩევა ჰომ არ მიგიცია?

„კლუბში მკითხეს, ვიცნობ თუ არა გამოცდილ მცველს. მე ვალერის რეკომენდაცია გავუწიე. შემდეგომ მისი ვიდეოები და მონაცემებიც ნახეს“

- როგორც აღნიშნე, „სუდუროისში“ აქამდეც, კერძოდ, 2010 წელს თამაშობდი. იმის შემდეგ 5 წელი გავიდა და კლუბში რაიმე შეიცვალა?

„როგორც მითხრეს, შეიცვალა. სიმaრთლე გითხრათ, ვარჯიშზე ჯერ არ მივსულვარ. ახალგაზრდული გუნდია და ლეგიონერების ლიმიტის გამოყენებას მაქსიმალურად ცდილობენ. აქ ოთხზე მეტი ლეგიონერის დამატება აკრძალულია“

- პირდაპირ ვთქვათ, რომ ფარერის კუნძულებს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზეა. ბოლო დროს რაიმე პროგრესი თუ შეინიშნება?

„ნაკრების წარმატებებიდან, საბერძნეთთან გასვლაზე მოგების აღნიშვნა შეიძლება, რაც არც თუ ისე ადვილია. პირველი წრის შემდეგ უფრო მეცოდინება, რამდენად მოიმატა ჩემპიონატის დონემ“

- „სუდუროისი“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. ახალი სეზონში გუნდს რა მიზნები ექნება?

„სიმართლე ვთქვათ და, ალბათ, პირველ რიგში, გუნდი ადგილის შენარჩუნებაზე იფიქრებს. როგორც აღნიშნე, ახალგაზრდული გუნდია. თუმცა, გამორიცხული არაფერია, იმედია, უფრო მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლებთ“

- საქართველოსა და ფარერების ჩემპიონატის შედარებისას, რას გამოყოფდი?

„საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, აქ ამის რესურსი არაა. ცდილობენ, ლეგიონერები ჩამოიყვანონ, რათა დონემ აიწიოს. საქართველოს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, უკეთესია“

- საქართველოში დაბრუნებას გეგმავ?

„ჯერ მხოლოდ ახლა ჩამოვედი, ჩემპიონატი ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ ვნახოთ. თუ შანსი და პირობები იქნება, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები“

- ზოგადად, ფარერის კუნძულებზე ცხოვრება საქართველოში ცხოვრებისგან რითი განსხვავდება?

„ფარერები ბევრად პატარაა და იმდენი ღირსშესანიშნაობა არაა, როგორც საქართველოში. დედაქალაქის გარდა, მხოლოდ ერთი ქალაქია, დანარჩენი ტერიტორია კი დაბებისგან შედგება. რაც შეეხება ცხოვრების დონეს, ფარერის კუნძლები დანიის სამეფოს ეკუთვნის და ცხოვრების დონე, ამის დახმარებით, ძალიან მაღალია“

- მომავალში ფარერებში საცხოვრებლად თუ დარჩებოდი?

„სადაც არ უნდა წავიდე, საცხოვრებლად საქართველოში დავბრუნდები. ყველა ქვეყანას ჩემი საქართველო მირჩევნია“

ინტერვიუს ბოლოს მამუკამ რუსთავის „მეტალურგსა“ და მის მთავარ მწვრთნელ ვალერი კილასონიას მადლობა გადაუხადა: „მსურს, რუსთავის „მეტალურგის“ ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელსა და მომსახურე პერსონალს მადლობა გადავუხადო. დიდი მადლობა ვალერი კილასონიას, რომელიც ჩემს წასვლას გაგებით მოეკიდა. ძალიან კარგი გუნდია და მომავალში წარმატებას ვუსურვებ. იმედია, სიტუაცია გამოსწორდება“.


ლადო ბურდული: „შესაძლოა, შეთამაშების პრობლემა გვქონდეს“

$
0
0
IMG_6933

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თურქეთის შეკრებიდან ჩამოსული ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის ლადო ბურდულის პრესკონფერენცია შედგა.

„ძალიან ბევრი ახალწვეული გვყავს. აქედან გამომდინარე,, შესაძლოა, შეთამაშების პრობლემა გვქონდეს.

შეკრება ნაყოფიერი გამოგვივიდა. კლუბის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. უკვე მესამე წელია ჩვენ შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ბელეკში გავდივართ, სადაც საუკეთესო პირობები გვაქვს. ერთ-ერთი კარგი სპარინგები ჩვენ გვქონდა. ძლიერ მეტოქეებს შევხვდით, რომელთა შორისაც იგივე ბელორუსის „ბატე“ იყო. გამოსაყოფია უზბეკეთის „ლოკომოტივი“, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.  ბოლო მატჩი მოლდოვის „შეტიფთან“ გავმართეთ. ჩვენი ევროპელი მეტოქეები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე სტაბილურად გამოდიან. სუსტ მეტოქეებთან თამაში არც გვსურდა.

შევხვდით რუმინეთის ნაკრებსაც, რომლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მივიღეთ. მან ჩემპიონატში წარმატება გვისურვა.

თურქეთში ძალიან გაუკვირდათ, რომ ჩემპიონატში ასეთ ადგილს ვიკავებთ. მათ ეს იმით ავუხსენი, რომ „სიონი“ ჯერ შენების პროცესშია.

ჩვენი მოთამაშეებით რამდენიმე ცნობილი ევროპული კლუბი ინტერესდება. რა თქმა უნდა, მათი დარჩენა კარგი იქნება, თუმცა ამ ბიჭების ევროპაში თამაში საქართველოს ნაკრებსაც გამოადგება“, – განაცხადა ბოლნისელთა დამრიგებელმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ „სიონმა“ კლუბის 9 ახალწვეული წარადგინა. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრიდან ბოლნისელებს გიორგი მიქაბერიძე, დათა სიჭინავა, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ალექსანდრე გურეშიძე, ცოტნე თებურია, დავით საჯაია დახმარებიან. გარდა ამისა, „სიონის“ რიგებში ორი ლეგიონერიც ითამაშებს – ლადო ბურდულის გუნდს ბრაზილიელი ენდრიუ არაუჟო და პორტუგალიელი ლუის ალბერტო იეირა მედინა შეუერთდნენ.

 

 

იხილეთ საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

მოსიაშვილი: „ვფიქრობ, ლამაზი გოლი გავიტანე“

$
0
0
Mosiashvili

საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე „გურიამ“ სახლში „ზესტაფონის“ დამარცხებით დაიწყო. გურიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი შეხვედრის 50-ე წუთზე თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა, რომელიც  „გურიაში“ სადებიუტო მატჩს ატარებდა. ჩვენი საიტი შეხვედრის მთავარ გმირს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- თორნიკე, „გურიას“ შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში ბრწყინვალე დებიუტი გამოგივიდა – „ზესტაფონს“ გოლი გაუტანე, რითაც შენმა გუნდმა ჩემპიონატის მეორე წრე სამი ქულით დაიწყო. გაგვიზიარე პირველი შთაბეჭდილებები

„ძალიან გახარებული ვარ. გუნდმა დავალება შეასრულა. იმედია, ასე გავაგრძელებთ და ყველა მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“

- პირველმა წარმატება ვინ მოგილოცა?

„მოედანზე არ მახსოვს. ისე, ჩემმა ძმამ, იგი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია“

- „გურიაში“ როგორ მოხვდი?

„გასულ სეზონში „ჭიათრაში“ ვთამაშობდი. ერთ-ერთ მატჩს „გურიის“ ფინანსური დირექტორი დაესწრო. თამაშის შემდეგ შევხვდი და გადაწყდა, რომ ამ კლუბში ვითამაშებ“

- აქამდე პირველ ლიგაში თამაშობდი. უმაღლესში ჩატარებულ ამ ერთ მატჩში ამის გამო რაიმე დისკომფორტი ხომ არ გიგრძვნია?

„არა, რადგან რამდენიმე წლით ადრე „გაგრაში“ უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ასევე ფოთის „კოლხეთშიც“ ვიყავი“

- ანუ გუნდში ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად გაქვს?

„ღვთის წყალობით, არ გამჭირვებია. ნახევარზე მეტ თანაგუნდელს ვიცნობ. გუნდის ძალიან შეკრულია. საერთოდ, ლანჩხუთში კარგი და ტკბილი ხალხი ცხოვრობს“

- სატურნირო ცხრილში გუნდის შანსებს როგორ შეაფასებდი?

„ყველა გუნდი ქულებით ერთმანეთთან ახლოსაა. ათეულში მოხვედრა, ალბათ, ნორმალური შედეგი იქნება“

- ზოგადად 16-გუნდიანი ჩემპიონატის შესახებ რას ფიქრობ?

„მივესალმები… რაც მეტ ფეხბურთელს უმაღლესში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, მით უფრო მეტი კარგი მოთამაშე გამოჩნდება. თუმცა, პირველ ლიგას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. იქ ბევრი ფეხბურთელია, რომელიც უმაღლესში თამაშს იმსახურებს“

- რახან პირველი ლიგა ახსენე, შენი ყოფილი კლუბის „ჭიათურას“ შესახებაც გკითხავთ. გუნდი ამჟამად მეორე ადგილზეა, თუმცა პირველ ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ 15 ქულით ჩამორჩება. როგორ ფიქრობ, შეძლებენ თუ არა ჭიათურელები უმაღლესში ასვლას?

„იმედია, შეძლებენ და მათ მთელი გულით ვქომაგობ. იქ კარგი ბიჭები თამაშობენ, მაგრამ როგორც ბევრ ქართულ კლუბს, ფინანსური პრობლემები „ჭიათურასაც“ აქვს. პლეიოფით გასვლა შესაძლებელია“

- ამ ფორმაციით „ჭიათურა“ უმაღლეს ლიგაში გადარჩენისთვის ბრძოლას რამდენად შეძლებდა?

„რამდენიმე ფეხბურთელს თუ დაიმატებდა, არ გაუჭირდებოდა“

- ბოლოს კიდევ ერთხელ შენს გოლს დავუბრუნდეთ. თუ შეგიძლია, გაიხსენე, როგორ გაიტანე ის და დაწვრილებით აგვიღწერე ის ეპიზოდი

„შალამბერიძემ კუთხური ჩააწოდა, რის შემდეგაც ერთი შეხებით დავარტყი და გავიტანე. ვფიქრობ, ლამაზი გოლი გამოვიდა“

მერებაშვილი: „ოფი-დან მივდივარ, აქ პატივს არ მცემენ“

$
0
0
Merebashvili

ბერძნული ოფი, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობს, უმძიმეს ვითარებაში რომ არის, ამის შესახებ ჩვენს საიტზეც არაერთხელ თქმულა. ამჯერად სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ მერებაშვილმა კლუბის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, რის შესახებაც Gazzetta.gr-ს განუცხადა.

„ოფი-დან მივდივარ. გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც არ შევცვლი. როდესაც კლუბი პატივს არ გცემს, შენ არ უნდა დარჩე.

არამგონია, ოფი-სთან ერთად ჩემი უფლებებისთვის კიდევ ერთხელ ვიბრძოლო“, – განაცხადა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერძნულ კლუბში 2014 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ გადაბარგდა. საბერძნეთის ჩემპიონატის 14 მატჩში მერებამ 4 გოლიც გაიტანა.

ფინანსური პრობლემების გამო წელს ოფი-ს მოთამაშეებისთვის ხელფასი დროულად არ გადაუხდია. ამასთან ერთად, სეზონის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ დატოვა.

სლავკო მარიჩი: „მინდა გორელი გულშემატკივარი გავახარო“

$
0
0
4335eb45ca5af5b56a76a353064bbdc7

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში გორის „დილას“ სერბი მცველი სლავკო მარიჩი შეუერთდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა ჩვენი გნდის დაცვის მარცხენა ფლანგი გააძლიერა. სერბი ლეგიონერი „დილას“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო პერიოდში სტაბილურად ხვდება, აქტიურად ერთვება შეტევებში, სტანდარტებსა და საჯარიმოებსაც ხშირად ასრულებს.

სლავკო მარიჩმა „დილას“ პრესსამსახურს კლუბში არსებულ ვითარებასა და მის განვლილ კარიერაზე უამბო.

როგორ დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?

„ფეხბურთის თამაში შვიდი წლის ასაკში დავიწყე. დავიბადე პატარა ქალაქ ნოვა ვაროშში. პირველი გუნდი კი „ზლატარი“ იყო, რომლის შემდეგაც შვიდი წლის განმავლობაში ბელგრადში, ,,ჰაიდუკ ლიონის“ რიგებში ვირიცხებოდი. ბოლო პერიოდში რამოდენიმე კლუბში მომიწია თამაში, „დილაში“ გადმოსვლამდე კი ექვსი თვე ბერძნულ კლუბ „ლამიაში“ გავატარე.“

გორის ,,დილაში“ მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებით. ზოგადად თქვენი საფეხბურთო პრაქტიკიდან გამომდინარე რომელია სლავკო მარიჩის საყვარელი პოზიცია?

„ბოლო ექვსი წლის მანძილზე მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა ადრეულ წლებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც მიწევდა თამაში. მარცხენა მცველის ამპლუაში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.“

როგორ გრძნობთ თავს კლუბში?

„გორის „დილაში“ თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ. კლუბში მოსვლისთავანე გუნდისგან სრული მხარდაჭერა ვიგრძენი. ფეხბურთელები ძალიან კარგად შემხვდნენ.”

გვიამბეთ „დილაში“ არსებული ატმოსფეროს შესახებ?!

„კლუბში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ფეხბურთელების განწყობა მეგობრული და გუნდურია. კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები მხოლოდ ერთი მიზნის, „დილას“ წარმატებისკენ ვართ ორიენტირებული.“

რას იტყვით გუნდის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის შესახებ?

„უჩა სოსიაშვილი ახალგაზრდა და ჩემი აზრით, საკმაოდ პერსპექტიული, ნიჭიერი და მიზანდასახუული სპეციალისტია. მას საქმისადმი საკმაოდ პროფესიონალური მიდგომა აქვს.“

გუნდთან ერთად რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა და მიზანი?

„ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტური რჩება. მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის მოგების საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს.“

გაიარეთ თუ არა ადაპტაცია კლუბთან და ქალაქთან?

„გორი პატარა, ძალიან მშვიდი და საინტერესო ქალაქია. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. „დილამ“ ყველა პირობა შემიქმნა სწრაფი ადაპტაციისთვის.“

რას იტყვით საქართველოს ეროვნული ემპიონატის და გორის „დილას“ პოზიციების შესახებ?

„საქართველოში ფეხბურთს ძალიან ტექნიკურად თამაშობენ, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართავობა ფეხბურთის განვითარებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. რაც შეეხება „დილას“ პოზიციებს ჩვენ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდი ვართ და ამით ყველაფერი ნათქვამია.“

რაიმე მსგავსებას ხომ არ ხედავთ ქართულ და სერბულ ფეხბურთს შორის?

„საქართველოში როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, სერბეთში კი ყურადღება უფრო ძალისმიერ ფეხბურთს ექცევა.

და ბოლოს, რას ეტყოდით გორელ გულშემატკივარს?

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ბოლომდე, თავდაუზოგავად გვიდგანან მხარში. სურვილი მაქვს, რომ  სეზონის ბოლოს მათ სახეზე მხოლოდ ღიმილს ვხედავდე.“

„დილას“ პრესსამსახური

კოსტავა: „არ მსურს, რომ ამ გოგოებს შრომა არ დაუფასდეთ“

$
0
0
თამაზ კოსტავა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრეკონფერენციო დარბაზში საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თამაზ კოსტავასა და მოთამაშეების პრესკონფერენცია შედგა.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თამაზ კოსტავა: „დავიწყებთ იქედან, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. განვლილმა შესარჩევმა ეტაპმა ბევრი მინუსი დაგვანახა. ფარერებთან გოგოებმა ბოლომდე იბრძოლეს და სათანადო შედეგს მიაღწიეს. რთული ეს ეტაპი იმითაც იყო, რომ პირველივე შეხვედრა ფარერებთან მოგვიწია, მალტა კი ანდორას ხვდებოდა, რომელიც სხვებთან შედარებით, უფრო დაბალი დონის გუნდია.

ჩვენი გუნდი ძალიან შეკრული იყო. განვლილ შესარჩევ შეხვედრებში ასეთი გუნდი არ მინახავს, ყველა ერთმანეთს ამხნევებდა და გვერდში ედგა.

რაც შეეხევა მალტასთან მატჩს, მეტოქემ ჩვენ არ გვაჯობა, თამაში თანაბარი იყო, მაგრამ ბოლოს მეტოქეს გაუმართლა და გოლიც გაგვიტანა.

ქალთა გუნდის თავკაცი პირველად ვარ და ამ პერიოდმა საკუთარი შესაძლებლობებიც მიჩვენა.

ბოლო ტურში ფარერების მოგება გვაწყობდა. მალტასთან მატჩს ისინი ანგარიშით 4:2-ს იგებდნენ. გუშინ მის ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვუყურე – თამაშის ბოლოს ფარერებმა ბურთი ძელს გაარტყეს… გოლი რომ გასულიყო, მეორე ადგილზე აღვმოჩნდებოდით და ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით.

ამ გოგოებმა დიდი შრომა ჩადეს. არ მინდა, რომ მათ ეს ყველაფერი დაეკარგოთ და ეს წარმატება ვინმეს დაავიწყდეს.

აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

შესაძლოა, მომავალში მსგავს წარმატებას ვერ მივაღწეიოთ, მაგრამ დაგროვილი გამოცდილების დახმარებით, სხვა შემარჩებით ვითამაშებთ“.

Viewing all 352 articles
Browse latest View live